leaderboard_below_slide
left_sabechdi

„საქართველო მშვიდობისა და მეგობრობის ხიდის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი პრემიერ-მინისტრსა და თბილისის მერს მიმართავს

„პროტოკოლის მსოფლიო ორგანიზაციის – „საქართველო მშვიდობისა და მეგობრობის ხიდის“ თავმჯდომარის, ნიკოლოზ პატარქალიშვილის მიმართვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბ-ნ ირაკლი კობახიძეს!

თბილისის მერს,  ბ-ნ კახა კალაძეს!

              ბატონო  ირაკლი,

              ბატონო კახა!

ფრიად საყურადღებო  და სასწრაფოდ გადასაწყვეტია „მსოფლიოს ხალხთა მშვიდობის, მეგობრობისა და ფეხბურთის ვარსკვლავების მრავალფუნქციური  ხეივანის“ დაარსების საკითხი საქართველოს დედაქალაქში, სადაც ჩვენი პროექტის მიხედვით,  განთავსებული იქნება (ერთ-ერთი)  საქართველოს, არგენტინის, ბრაზილიისა და ურუგვაის ფეხბურთის ვარსკვლავებისა და  არაერთგზის მსოფლიო ჩემპიონი ქვეყნების  ფეხბურთის აკადემიები და არგენტინის  სესარ ლუის მენოტის სახელობის  მწვრთნელთა სკოლა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს კლუბებისათვის მაღალპროფესიონალი  დონის ფეხბურთელების მომზადებას.  აგრეთვე, როგორც საქართველოს კლუბების ევრო თასებზე, ასევე,  საქართველოს  ასაკობრივი და ეროვნული ნაკრები გუნდების წარმატებით ასპარეზობებს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში, რაც დიდ წვლილს შეიტანს ქართული ფეხბურთის აღორძინებასა და საერთაშორისო არენაზე ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში!

უმორჩილესად გთხოვთ, სასწრაფოდ იყოს მხარდაჭერილი ზემოთ აღნიშნული ხეივნის დაარსების საკითხი საქართველოს დედაქალაქში,  რის შესახებაც ინფორმირებული ბრძანდებით! 

P.S.  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში „პროტოკოლის მსოფლიო ორგანიზაციის – „საქართველო მშვიდობისა და მეგობრობის ხიდის“ წერილი რეგისტრაციაში გატარდა: N25 202; N26508; N27002.

თბილისის მერიაში: N10/0124268102-01.

განმცხ: ნიკოლოზ  პატარქალიშვილი

12 ოქტომბერი, 2024 წ.

ასევე იხილეთ