leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი კალანდარიშვილი: უახლოეს დღეებში იწყება სტამბებში ბეჭდვითი პროცესი, ტექნოლოგიური საშუალებების გამართვა, შესაბამისი ინფორმაციის ჩატვირთვა, გააქტიურება და ძალიან დიდი საოპერაციო ბიზნეს პროცესები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, უახლოეს დღეებში სტამბებში ბეჭდვითი პროცესი იწყება.

როგორც მან გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საარჩევნო სამზადისთან დაკავშირებით აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ ბიულეტენების ტექსტი დადგინდა.

„შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რომ 18 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას. ბიულეტენებში მათ დახვდებათ ასარჩევად 18 პოლიტიკური გაერთიანება. ამასთანავე, უახლოეს დღეებში იწყება სტამბებში ბეჭდვითი პროცესი. იწყება ტექნოლოგიური საშუალებების გამართვა, შესაბამისი ინფორმაციის ჩატვირთვა, გააქტიურება და ძალიან დიდი საოპერაციო ბიზნეს პროცესები და ბიზნეს მოქმედებები, რომლებიც ამ მიმართულებით აუცილებელია, რათა შესაბამისი ლოჯისტიკური საკითხები იყოს მოწესრიგებული, ეფექტიანად აღსრულებული. არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება და ზუსტად, კანონმდებლობით და ჩვენი გეგმის მიხედვით, ყოველი საათი, ყოველი წუთი არის განსაზღვრული“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან დიდი ძალისხმევა და სამუშაოები ხორციელდება.

ასევე იხილეთ