leaderboard_below_slide
left_sabechdi

ავთანდილ კასრაძე: როდესაც ვსაუბრობთ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბზე, ეს გადაწყვეტილება არ მიგვიღია შენობის გამო, აქ ვსაუბრობთ, ზოგადად, ქუთაისისა და მთლიანად, იმერეთის პოტენციალზე

“როდესაც ვსაუბრობთ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბზე, ეს გადაწყვეტილება არ მიგვიღია შენობის გამო. აქ ვსაუბრობთ, ზოგადად, ქუთაისის და მთლიანად, იმერეთის პოტენციალზე”, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ.

მისი თქმით, სურვილი ყოველთვის იყო, რომ ქუთაისში ტექნოლოგიური პარკი გახსნილიყო, თუმცა მივიდნენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ეს იყოს უფრო მეტი, ვიდრე ტექნოლოგიური პარკი.

„პირველ რიგში, როდესაც ვსაუბრობთ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბზე, ეს გადაწყვეტილება არ მიგვიღია შენობის გამო. აქ ვსაუბრობთ, ზოგადად, ქუთაისის და მთლიანად, იმერეთის პოტენციალზე. მოგეხსენებათ, რომ ქუთაისი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც არის უპრეცედენტო, მილიარდიან ევროიანი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის მომავალში, ეს ქმნის ყველა იმ მნიშვნელოვან საჭირო ინგრედიენტებს, ვიფიქროთ, რომ ქუთაისი გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი არამხოლოდ რეგიონის მასშტაბით, არამედ, ევროპის მასშტაბითაც.

ჩვენ სწორედ აქედან გამომდინარე შევისწავლეთ ის ეკო სისტემა, რომელიც ქუთაისში არსებობდა. რაღა თქმა უნდა, ჩვენი სურვილი ყოველთვის იყო, რომ ქუთაისში ტექნოლოგიური პარკი გახსნილიყო, თუმცა მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ეს იყოს უფრო მეტი, ვიდრე ტექნოლოგიური პარკი. ტექნოლოგიური პარკი არის ერთ-ერთი, მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, თუმცა ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი ძალიან ბევრ კომპონენტს მოიცავს, რაც შესაძლებლობას აძლევს, რომ ქუთაისი რეგიონული მნიშვნელობის ლიდერი ქალაქი გახდეს ამ მიმართულებით“, – აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

ასევე იხილეთ