leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კირცხალია: ვერ აუხსნი ქართველს თუ როგორ შეიძლება ლგბტ პროპაგანდაზე გადიოდეს შენი ევროპული გზა, დამნაშავის უპირობო გამოსვლაზე, არაგამჭვირვალეობაზე, დაფარულობაზე გადიოდეს შენი ევროპული გზა

“ვერ აუხსნი ქართველს თუ როგორ შეიძლება ლგბტ პროპაგანდაზე გადიოდეს შენი ევროპული გზა. როგორ შეიძლება დამნაშავის უპირობო გამოსვლაზე გადიოდეს შენი ევროპული გზა. როგორ შეიძლება არაგამჭვირვალეობაზე, დაფარულობაზე გადიოდეს შენი ევროპული გზა”, – განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ.

მისივე თქმით, ასეთი ჩანაწერები კონტრპროდუქტიულია, როგორც მინიმუმ, ჩვენი საღად მოაზროვნე ქართველი საზოგადოებისთვის.

„რეზოლუციების ნაწილს რომ შევეხოთ, არახალია ეს რეზოლუციები ჩვენთვის. ხშირად ისმება კითხვა, თუ რა ფასი აქვს ამ რეზოლუციებს ჩვენთვის. როგორ შეიძლება ისეთ რეზოლუციას, სადაც უპირობო გათავისუფლებას ითხოვენ ბატონი სააკაშვილის, ისეთ რეზოლუციას, სადაც ამბობენ, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ის უმნიშვნელოვანესი კანონი, რომელიც მივიღეთ და დარწმუნებული იყოს ჩვენი საზოგადოება, ამას კონსტიტუციურ დონეზეც გავამყარებთ, ამას ეძახდნენ, პირობითად, დემოკრატიულ უკუსვლას, როდესაც გამჭვირვალეობას ეძახიან დემოკრატიულ უკუსვლას.

ასეთი ჩანაწერები და ასეთი რეზოლუცია ასეთი უმაღლესი ორგანოდან როდესაც ესმის ჩვენს საზოგადოებას, ეს კონტრპროდუქტიულია, როგორც მინიმუმ, ჩვენი საღად მოაზროვნე ქართველი საზოგადოებისთვის. ვერ აუხსნი ქართველს თუ როგორ შეიძლება ლგბტ პროპაგანდაზე გადიოდეს შენი ევროპული გზა. როგორ შეიძლება დამნაშავის უპირობო გამოსვლაზე გადიოდეს შენი ევროპული გზა. როგორ შეიძლება არაგამჭვირვალეობაზე, დაფარულობაზე გადიოდეს შენი ევროპული გზა“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ასევე იხილეთ