leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: ალბათ ვერ წარმოვიდგენდით, ოფიციალურ სტრუქტურებშიც თუ შეაღწევდა პროპაგანდა იმგვარად, რომ იტყოდნენ – დედას და მამას დედა და მამა არ დაუძახოთო

მოსახლეობაში მათი ეს მდაბიო პიარკამპანია როგორ უნდა გაიყიდოს, როდესაც თქვენმა კოლეგამ აღმოაჩინა მართლაც საოცრება – თითო დეტალის სიზუსტით, წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წინასწარ მოჰყვა, რას გააკეთებდა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი როზნერის დავალებით ლგბტ პროპაგანდის გადასაფარად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ეს ადამიანი ისევ სასაცილო ლევან ხაბეიშვილი აღმოჩნდა, რომელიც ჯერ წავიდა და ოჯახი მოინახულა და თქვა როგორი გაჭირვებაა, შემდეგ სარფის საბაჟოზე გადავიდა და ესეც წინასწარ ეწერა. დადასტურდა, რასაც ვლაპარაკობდით. ეს კამპანია წამოიწყეს მხოლოდ იმიტომ, რომ პასუხს ვერს სცემენ კითხვაზე – ლგბტ პროპაგანდა რომ ცუდია. რა დღეში არიან, მართლა მეცოდებიან. ამას უკვე რეგულაცია და კანონმდებლობა სჭირდება, იმხელა მასშტაბი მიიღო. ვერ წარმოვიდგენდით ალბათ, თუ შეაღწევდა პროპაგანდა ოფიციალურ სტრუქტურებში იმგვარად, რომ დედას და მამას დედა და მამა არ დაუძახოთო. ეს რომ ცუდია ვერ ამბობენ იქ პატრონების შიშით, აქ ქართველი ხალხის შიშით“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ