“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, სოფელ ქვემო ბოლნისში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ქალებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, დელეგატმა ხაზი გაუსვა 26 ოქტომბრის არჩევნებისა და მასში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას.
დავით შერაზადიშვილის თქმით, ქალების როლი საზოგადოების განვითარებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და მათ, ზუსტად აქვთ გააზრებული არსებული გამოწვევები.