leaderboard_below_slide
left_sabechdi

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი ზუკა რურუა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრებს აგრძელებს

,,ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ზუკა რურუა, კეკელიძის N25-ში და ყიფშიძეზე ჟიული შარტავას სკვერში, ვაკის მაჟორიტარ – ნოდარ ტურძელაძესთან, ვაკის გამგებელ – დავით კვინიკაძესთან და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ტყემალაძესთან ერთად მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ინფრასტრუქტურულ ხარვეზებზე, დელეგატმა მზაობა გამოხატა აღნიშნული საკითხის აღმოფხვრასთან დაკავშირებით. ამომრჩეველი გაეცნო „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს.

შეხვედრაზე დელეგატმა განიხილა „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები. ასევე, ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და პროცესებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე.

ასევე იხილეთ