leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი წერეთელი ბათუმის შემოვლით გზაზე: დიდი ეკონომიკური შესაძლებლობაა, ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის და მნიშვნელოვანი პროექტია

ბათუმის 14 კილომეტრიანი შემოვლითი მაგისტრალური გზის მნიშვნელობაზე გადაცემა „ქრონიკაში“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელმა ისაუბრა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ორი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს.

„ეს იყო კახეთის 35 კილომეტრიანი მაგისტრალი და გუშინ უკვე გავხსენით ბათუმის შემოვლითი 14 კილომეტრიანი მაგისტრალი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის შემადგენელი ნაწილი იმ დასავლეთი-აღმოსავლეთის მაგისტრალური გზისა, რომელიც მთავარი პრიორიტეტია საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ჩვენი ქვეყნისთვის ამ მაგისტრალის განვითარება და ზოგადად, E 60-ის განვითარება. ეს პროექტი ხელს შეუწყობს და განტვირთავს ბათუმს იმ ტრანზიტული მოძრაობიდან, რომელიც ბოლო პერიოდში უკვე მრავლად იყო და ინტენსივობა ძალიან მომატებული იყო. ფაქტობრივად, სატრანზიტო მოძრაობა, რომელიც უკვე ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში მიმდინარეობდა, გადაერთვება აღნიშნულ 14 კილომეტრიან მონაკვეთზე. ეს დამატებითი შესაძლებლობაა ასევე ბათუმისთვის, რომ გამონაბოლქვი, ის ემისიები, რომელიც გამოიყოფოდა ქალაქ ბათუმში ამ სატვირთო გადაზიდვებისას, შემცირდეს. ზემოქმედება გარემოზე ნაკლები იქნება. რა თქმა უნდა, დიდი ეკონომიკური შესაძლებლობაა, ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის და მნიშვნელოვანი პროექტია“, – აღნიშნა გიორგი წერეთელმა.

მისივე თქმით, დაახლოებით 43% სატრანსპორტო საშუალებებისა, რომელიც გადიოდა მახინჯაურიდან ბათუმის მიმართულებით და სარფისკენ, გადაერთვება ბათუმის შემოვლით გზაზე.

„რა თქმა უნდა, ეს პროექტი და ეს შემოვლითი გზა ხელს შეუწყობს ბათუმში ტურისტული სეზონის მუშაობას. პიკურ სეზონში ხელის შემწყობი იქნება და ნაკლები ზეწოლა იქნება ბათუმის ქუჩებზე“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.

ასევე იხილეთ