მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის ცნობით,13 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან, საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესება, წვიმა და ელჭექი, ზოგგან ძლიერი ნალექი, 14 ოქტომბერს საღამოს საათებში ნალექის ინტენსივობა დაიკლებს და 15-ში გამოიდარებს.
„ასე, რომ გაითვალისწინეთ! 13 ოქტომბრის დღის ბოლოდან – 14 ოქტომბრის საღამომდე საქართველოში ძლიერ ნალექი მოვა, შესაბამისად სიფრთხილეა საჭირო ნეგატივებთან, როგორიცაა; უეცარი წყალდიდობა, ელჭექი, მეწყრული პროცესების გააქტიურება, ტრანსპორტის შეფერხება“, – წერს მეტეოროლოგი.