leaderboard_below_slide

მიხეილ სარჯველაძემ „ფსიქიკური ჯანმრთელობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

“ფსიქიკური ჯანმრთელობა – სერვისები და თანამედროვე გამოწვევები“ – ჯანდაცვის მინისტრმა „ფსიქიკური ჯანმრთელობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრის მიზანი ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და ცნობადობის ამაღლებასთან ერთად, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებულ სოციალურ სტიგმებთან ბრძოლაა. ღონისძიებაზე, შეხვედრის მონაწილეებმა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა უფლებების დაცვაზე გამოვლენილ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის
გზებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირების ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა, ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

ასევე, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ დირექტორმა გოჩა ბაკურაძემ და დეპუტატმა გივი ჭიჭინაძემ. ღონისძიების დასასრულს, ბენეფიციარების ნახატების გამოფენა გაიმართა. შეხვედრა, ხონში, „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში” გაიმართა და მას მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები და ცენტრის თანამშრომლები დაესწრნენ.

ასევე იხილეთ