leaderboard_below_slide

ირაკლი კირცხალია „მთავარი არხის“ კვლევის შედეგებზე: ყველას გვახსოვს ნიკა გვარამიას ცნობილი განცხადება, რომ აღქმებია მთავარი და არა ფაქტები, ასე, რომ ეს იყო ამ აღქმების თეორეტიკოსის სიზმრები

“ყველას გვახსოვს ნიკა გვარამიას ცნობილი განცხადება, რომ აღქმებია მთავარი და არა ფაქტები, ასე რომ ეს იყო ამ აღქმების თეორეტიკოსის სიზმრები”, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ “მთავარი არხის” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე საუბრისას.

„კარგად უნდა გვახსოვდეს ვინ არის „მთავარი არხის“ დამფუძნებელი – ბატონი გვარამია, აღქმების თეორეტიკოსი, ასე მოინათლა თავისი თავი. ყველას გვახსოვს მისი ცნობილი განცხადება, რომ აღქმებია მთავარი და არა ფაქტები, ასე რომ ეს იყო ამ აღქმების თეორეტიკოსის სიზმრები. საკანონმდებლო ორგანოში ადგილებიც კი ვერ დააჯამებს ამ კვლევის შემდეგ. ასე რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის არახალია“, – აღნიშნა დეპუტატმა.

„მთავარმა არხმა“ გამოაქვეყნა „სავანტას“ კვლევის შედეგები, რომელზეც, „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიღებულ მონაცემებზე საჭირო გახდა უხეში მანიპულაცია. ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ პირველი ადგილი გვარამიას პარტიისთვის მიენიჭებინათ.

კვლევაში გვარამიას პარტიას 18% დაუწერეს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 14%, გახარიას – 10%, ხაზარაძის პარტიას – 8% და „ქართულ ოცნებას“ – 38%.

ასევე იხილეთ