leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ზარქუა: არ გამოვრიცხავ, რომ მორიგი ტერაქტისთვის იყოს დარჩო ხეჩუაშვილი შემოგზავნილი

“არ გამოვრიცხავ, რომ მორიგი ტერაქტისთვის იყოს ეს (დარჩო ხეჩუაშვილი) ადამიანი შემოგზავნილი”, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „ქრონიკასთან“.

„კაციშვილმა არ იცის, ადამიანი, რომელიც ცდილობდა შემოპარულიყო ჩვენს ტერიტორიაზე, რა დაკვეთით შემოდიოდა. ამ მწვალებელთა ამოცანა ეს არის – პროვოკაციები, არეულობა, ქაოსი. არ გამოვრიცხავ, რომ მორიგი ტერაქტისთვის იყოს ეს [დარჩო ხეჩუაშვილი] ადამიანი შემოგზავნილი“, – აღნიშნა ზარქუამ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 19 სექტემბერს დააკავეს 2016 წლის 4 ოქტომბერს დამამძიმებელ გარემოებებში გივი თარგამაძის და სხვა პირების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ძებნილი დარჩო ხეჩუაშვილი.

ასევე იხილეთ