leaderboard_below_slide
left_sabechdi

აზიის განვითარების ბანკთან (ADB) ერთად, შლამის მდგრადი მართვისა და ხელახალი გამოყენების სტრატეგიის შემუშავება იწყება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აზიის განვითარების ბანკთან (ADB) ერთად, საქართველოში შლამის მდგრადი მართვისა და ხელახალი გამოყენების სტრატეგიის შემუშავებას იწყებს. პროექტს იტალიური კომპანია „IDROSTUDI SRL” განახორციელებს და მასში საერთაშორისო ექსპერტები იქნებიან
ჩართულები.

აღნიშნული მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროექტის ძირითადი საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა აზიის განვითარების ბანკის და კომპანიის „IDROSTUDI SRL” წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა. ერთწლიანი პროექტის მთავარი მიზანი საქართველოში შლამის მართვის გეგმის შემუშავება და საქართველოს პირობებზე მორგებული საპილოტე პროგრამის განხორციელებაა.

პროექტი 4 ძირითად ამოცანას მოიცავს: არსებული მდგომარეობისშესწავლა და ამის გათვალისწინებით შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა; საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით საკანონმდებლო ბაზის ფორმირება; სახელმწიფო და კერძო სექტორთან ერთად სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართვა და მათი გადამზადება და შერჩეულ მუნიციპალიტეტებში საპილოტე პროექტების შემუშავება.

„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოში იმატა შლამის რაოდენობამ და შეიქმნა ახალი გამწმენდი ნაგებობები, საჭიროა შლამის მართვის ღონისძიებების გატარება. ჩვენი ქვეყნისთვის შლამის მართვა და რეციკლირება სიახლეა და ამ მიმართულებით სახელმწიფო და კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა
მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

ასევე იხილეთ