სოციალური მომსახურების სააგენტოს ლენტეხის სერვის ცენტრის რეაბილიტაცია დასრულდა. ახლად გახსნილი ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორთან პაპუნა მარგველიძესთან და სააგენტოს დირექტორთან გიორგი ჭანტურიასთან ერთად დაათვალიერა.
დაწესებულებაში დაინერგა „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მომსახურება, რაც არამხოლოდ სოციალური, არამედ დასაქმების ხელშეწყობის, ბავშვზე ზრუნვისა და ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი არაერთი სერვისის ერთ სივრცეში მიღებას გულისხმობს.
რეაბილიტირებული სერვის ცენტრი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, აღნიშნული სერვის ცენტრი სრულად შეესაბამება მომსახურების თანამედროვე სტანდარტებს. ქვეყნის მასშტაბით „ერთი ფანჯრის პრინციპის“ დანერგვის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ჯანდაცვის მომსახურების ცენტრების მშენებლობა და რეაბილიტაცია.