leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნიკოლოზ სამხარაძე: ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ეს ადამიანები რეზოლუციით და ამ მოწოდებით უგულებელყოფენ, ეს არის სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილს არსად გადაყვანა არ სჭირდება

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ეს ადამიანები ამ მოწოდებით უგულებელყოფენ, ეს არის სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილს არსად გადაყვანა არ სჭირდება”, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.

„თითქოს არც სტრასბურგი არსებობს. ეროვნულ კანონმდებლობას რომ პატივს არ სცემენ, ეს დიდი ხანია გავიგეთ, თითქოს არც მართლმსაჯულება არსებობს და თუ ვიღაცა შენიანია, ან შენს ინტერესს ატარებს, მაშინ მან რაც არ უნდა ჩაიდინოს, უნდა გამოუშვა, მე რომ გიბრძანებ. თუ ვიღაცა არ მოგწონს, რაოდენ კარგიც არ უნდა იყოს და რაოდენ სამართლიანიც არ უნდა იყოს, მაშინ ის უნდა დავსაჯოთ.

გვაბრალებენ, რომ დემოკრატიას ძირს ვუთხრით თურმე, ადამიანის უფლებებს პატივს არ ვცემთ და გეგონება, ევროკავშირში გვიღებენ ხვალ და ჩვენ არ შევდივართ. ამ ყველაფერში ადანაშაულებენ ბიძინა ივანიშვილს და მოითხოვენ მის დასანქცირებას. ჩვენ რომ ამ ქვეყანაში არ ვცხოვრობდეთ და ეს რომ იყოს წყნარი ოკეანის ქვეყანა, შეიძლება დავიჯეროთ, მაგრამ ჩვენ აქ ვცხოვრობთ, ვხედავთ ქვეყანა როგორ ვითარდება და რა გამოწვევა გვაქვს. ეს ყველაფერი არის უსამართლო და ჰგავს პირად ანგარიშსწორებას.

ევროპაში მეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ თქვენ ამ ნაბიჯს ვერ გადადგამთ და ამიტომ გვესმის თქვენი პოზიციის. ამ რეზოლუციის მიღების შემდეგ მიჩნდება კითხვა, თუ მათ ესმით ჩვენი პოზიციის და თუ იღებენ ჩვენს არგუმენტებს, მაშინ რატომ ჩაგვიწერეს ახლა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ისევ იგივე მოწოდება, რომელზეც გვეუბნებიან, რომ ჩვენ გვესმის თქვენი პოზიციის“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ასევე იხილეთ