leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი აბაშიშვილი: ეკონომიკური ზრდის საბოლოო პროდუქტი არის ბიუჯეტის ზრდა, ბიუჯეტის ზრდის საბოლოო პროდუქტი კი არის ის, თუ როგორ აისახება ეს თითოეულ ჩვენგანზე

ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს გვაქვს უფრო მაღალი, ვიდრე თვითონ მთავრობამ მოახდინა ამის პროგნოზი, – განაცხადა „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.

„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი წლის დასაწყისში თქვეს ერთი ციფრი, მაგრამ შემდგომ ყველას მოუწია პოზიტიური ნიშნით შეცვლა.

საქართველოს ეკონომიკამ შეძლო მდგრადად განვითარება და აჩვენა თანმიმდევრულობა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ეკონომიკური ზრდა შემდგომში იმ პოლიტიკის პირობებში, რაც აქამდე ხორციელდებოდა აუცილებლად გაგრძელდება, არ არსებობს.

იყო სპეკულაციები, ხომ არ იყო საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი პანდემიის შემდგომი პერიოდი, თუმცა სწორედ წლევანდელი წლის მდგომარეობამ საბოლოოდ დაასრულა ეს სპეკულაცია.

ეს ეკონომიკური ზრდა პირდაპირ ასახვას პოვებს ჩვენს სახელმწიფო ბიუჯეტზე. აქამდე ბიუჯეტის ზრდა პირდაპირპრორციულად აისახებოდა ხელფასების და პენსიების ზრდაზე.

ეკონომიკური ზრდის საბოლოო პროდუქტი არის ბიუჯეტის ზრდაა და ბიუჯეტის ზრდის საბოლოო პროდუქტი არის ის, თუ როგორ აისახება ეს თითოეულ ჩვენგანზე“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

ასევე იხილეთ