პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ბოლნისში აგრძელებს
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის რაიონში სოფელ წიფორისა და გეტას მოსახლეობას შეხვდა.
დავით შერაზადიშვილმა მოქალაქეებს საარჩევნო პროგრამის მთავარი პრიორიტეტები გააცნო. დელეგატმა შეაჯამა სოფლებში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები, ასევე ყურადღება გაამახვილა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.