leaderboard_below_slide
left_sabechdi

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ნიკა ელისაშვილი ვაზისუბნის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი ვაზისუბნის III მკ/რაიონის II კვარტალში მოქალაქეებს შეხვდა.

შეხვედრაზე მისულ ასობით ადამიანს „ქართული ოცნების“ გუნდის საარჩევნო პროგრამა და საკუთარი ხედვები გააცნო ნიკა ელისაშვილმა – თუ როგორ ხედავს იგი ისნის რაიონის კიდევ უფრო განვითარებას.

„ვისაუბრეთ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რომელთაც პასუხი 26 ოქტომბერს ერთობლივი ძალისხმევით უნდა გავცეთ. უმნიშვნელოვანესია თითოეული ადამიანის არჩევნებზე მისვლა, რათა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებით „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის განვითარება შეუფერხებლად განაგრძოს.

მოსახლეობის მთავარი მოთხოვნაც არჩევნებში სწორედ ჩვენი გუნდის უპირობო გამარჯვებაა“, – განაცხადა ნიკა ელისაშვილმა.

ასევე იხილეთ