პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ქობულეთის მოსახლეობასთან გრძელდება
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, სოფელ დაგვასა და ქალაქ ქობულეთში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია. შეაჯამეს სოფლებში განხორციელებული პროექტები. შეხვედრებზე დელეგატმა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.