leaderboard_below_slide
left_sabechdi

კონსტანტინე გამსახურდია იოანე ზოსიმეს ხელნაწერზე: ქართული ენა, ანუ ქართული ეთნოკულტურული ერთობა გადარჩება მეორედ მოსვლამდე – მას აღადგენს მეორედ მოსული უფალი თავისი სიტყვით

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკის დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ იოანე ზოსიმეს მოღვაწეობის შესახებ, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებულ ფილმში ქართველი ერის დანიშნულების შესახებ ისაუბრა.

„ქართული ენა, ანუ ქართული ეთნოკულტურული ერთობა გადარჩება მეორედ მოსვლამდე. შესაძლოა, მეორედ მოსვლამდე ბევრი ერი, მათ შორის უძლიერესი იმპერიები, ვერ მივიდნენ. ქართული ენა იქამდე აუცილებლად მივა და მივა როგორც ლაზარე, საფლავად დადებული, მკვდარი, რომელიც აღსდგება, რომელსაც აღადგენს მეორედ მოსული უფალი თავისი სიტყვით – ლაზარე, გამოვედ გარეთ!“ – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

2024 წლის 11 ივნისს კრისტის აუქციონზე იოანე ზოსიმეს სინას მთიდან დაკარგული ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა 1,250მლნ ფუნტ სტერლინგად იყიდა. ხელნაწერი საქართველოში 9 ოქტომბერს ჩამოაბრძანეს.

ასევე იხილეთ