leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: სიცრუეში „ლელო“ და ხაზარაძე თავად ოპოზიციამ ამხილა ათასლარიან პენსიასთან დაკავშირებით

„გახსოვთ დისკუსია, რომელიც წარიმართა ათასლარიან პენსიასთან დაკავშირებით – სიცრუეში „ლელო“ და ხაზარაძე ამხილა თავად ოპოზიციამ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, მათი საარჩევნო დაპირება არის ჩვეულებრივი საარჩევნო ტყუილი.

„ამ სიცრუეში „ლელო“ და ხაზარაძე ამხილა თავად ოპოზიციამ. თქვენ გახსოვთ დისკუსია, რომელიც წარიმართა ათასლარიან პენსიასთან დაკავშირებით. იმდენად მარტივად გამოიჭირა სხვა არაერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ესენი ტყუილში, რომ ამაზე დამატებით მსჯელობა არც ღირს. ეს არის ჩვეულებრივი საარჩევნო ტყუილი, რომელსაც ავრცელებს ეს პოლიტიკური პარტია“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე იხილეთ