leaderboard_below_slide

მიხეილ სარჯველაძემ „City Cancer Challenge“-ის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ონკოლოგიური პაციენტებისთვის სერვისებისა და  უფლებების კიდევ უფრო გაუმჯობესების საკითხები განიხილეს „City Cancer Challenge“-ის ღონისძიებაზე.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიხეილ სარჯველაძემ მიმართა.

შეხვედრაზე, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის არსებული საჭიროებები და გამოწვევები განიხილეს. ისაუბრეს სერვისების მაქსიმალურად ხელმისაწვდომობის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე.

ჯანდაცვის მინისტრმა მოწვეულ სტუმრებს პროცესში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ უწყების მთავარი მიზანი თითოეული ბენეფიციარისთვის, მკურნალობის პროცესის გამარტივება, მათი ინტერესებისა და უფლებების დაცვაა.

ღონისძიების მონაწილეებს,  სიტყვით, ასევე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მიმართა.

ფონდი „City Cancer Challenge“ ქალაქებისთვის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას უზრუნველყოფს და სიმსივნეების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლების გზით, სიკვდილიანობის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

ღონისძებას  მინისტრის მოადგილეები  თამარ გაბუნია და თეა გიორგაძე, „City Cancer Challenge“-ის ევროპის რეგიონის დირექტორი  სოფი ბუსმანი, „Сity cancer Сhallenge“-ის აღმასრულებელი დირექტორი ისაბელ მესტრესი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე ფარმაცევტული სექტორისა და პაციენტთა ორგანიზაციების წევრები ესწრებოდნენ.

ასევე იხილეთ