„შიდა მტერი უფრო სახიფათოა, ვიდრე ჩინეთი და რუსეთი”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ტრამპმა ამერიკელებს, რომლებიც მას ეწინააღმდეგებიან, „რადიკალი მემარცხენე გიჟები“ და „შიდა მტრები“ უწოდა.
„ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენ ორი მტერი გვყავს. ჩვენ გვყავს გარე მტერი და შემდეგ გვყავს მტერი შიგნიდან. ჩემი აზრით, შიდა მტერი უფრო საშიშია, ვიდრე ჩინეთი, რუსეთი და ყველა ეს ქვეყანა. ყველაზე ძნელი საქმეა ამ გიჟებთან გამკლავება, როგორიცაა ადამ შიფი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ადამ შიფი ხელმძღვანელობდა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტს 2019 წლიდან 2023 წლამდე და დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პირველ სასამართლო პროცესზე მთავარი ფიგურა იყო.