ირაკლი კირცხალია ბორელის განცხადებაზე: არ არსებობს არცერთი კრიტერიუმი, რომლითაც საქართველოს ძალიან ბევრი ნაბიჯით არ ჩამორჩება მოლდოვა

ირაკლი კირცხალია ჟოზეფ ბორელის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, მოლდოვასა და საქართველოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოლდოვასთან შედარებით, საქართველოში შავი სურათია. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე უცხოელი პარტნიორების მხრიდან ორმაგ და სამმაგ სტანდარტებზე საუბრობს.

„არ არსებობს არცერთი კრიტერიუმი, არცერთი, რომლითაც საქართველოს ძალიან ბევრი ნაბიჯით არ ჩამორჩება მოლდოვა. როდესაც ვისმენთ ასეთი მაღალი ტრიბუნიდან ასეთი მაღალი წარმომადგენლის ასეთ განცხადებებს, რა უნდა ვთქვა, რბილადაც არ ვიცი, რა ვუწოდო. ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ჩვენი უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების მხრიდან ორმაგ და სამმაგ სტანდარტზე, მაგრამ არსებობს ასევე რაღაც ზღვარი, რომელიც რეალურად აღარ უნდა გადალახო, იმიტომ, რომ უბრალოდ გადადიხარ მარაზმში“, – აცხადებს კირცხალია.

„ჩვენ ვაქებთ მოლდოვის ხელისუფლების გამძლეობას ამ უპრეცედენტო გამოწვევის დროს და ვაგრძელებთ დახმარების შეთავაზებას. საქართველოში უფრო შავი სურათია“, – განაცხადა ბორელმა.

ასევე იხილეთ