leaderboard_below_slide
left_sabechdi

პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს უნგრეთის 2022 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობა ჰქონდა

“ამერიკის შეერთებულ შტატებს უნგრეთის 2022 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობა ჰქონდა”, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც სიიარტო აღნიშნავს, ამჟამინდელი მთავრობის მოსაშორებლად უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობების გამო აშშ-მა მილიონობით დოლარი დახარჯა.

„რაც ვიცი, არის ის, რომ 2022 წელს, ჩვენი საარჩევნო კამპანიის დროს იყო ძალიან სერიოზული მცდელობები ჩვენს არჩევნებში ჩარევისა. ძალიან ინტენსიური იყო მცდელობა ოკეანის გაღმიდან“, – განაცხადა სიიარტომ.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მილიონობით დოლარი ინვესტირებული იყო უნგრეთის ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიაში, თუმცა მმართველმა ძალამ ამომრჩევლის რეკორდული მხარდაჭერა მოიპოვა. სიიარტო იმედოვნებს, რომ ჩარევის მომავალი მცდელობებიც ასეთივე შედეგით დასრულდება.

ასევე იხილეთ