“ქართული ოცნების” დელეგატი გოჩა ენუქიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, ონის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭიორის მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობასთან შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა.
გოჩა ენუქიძემ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ისაუბრა ქვეყანაში და მუნიციპალიტეტში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, ასევე სოფელში განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
დელეგატმა მოსახლეობას არჩევნებში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.