leaderboard_below_slide
left_sabechdi

გელა ზედელაშვილი: ანოოოოო! ეგრე არ დარჩე, გოოოოოოოოოოოო!

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი „დროას“ ლიდერ ანა დოლიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„იიიიიიიი!

ანო, ეგ რა არი, ამას წინებზე ვიყავი კახეთში, მივედი ჩემ სიძესთან, გამაიტანა შამფურები, მაიხადა ბოდიში, რუსული არიო. ააბნია ხორცი, ისევ მაიხადა ბოდიში, ესეც რუსული არიო.

მერე ჩაჭრა სალათა, მაასხა ზეთი. მაიხადა ბოდიში, ზეთიც რუსული არიო!

აანთო გაზი, მაიხადა ბოდიში. ამი დედა ვატირე, ესეც რუსული არიო. გააკეთა ერბოკვერცხი, მაიხადა ბოდიში, კვერცხიც რუსული არიო!

სუფრაზე დაყარა დედას პურები. მაიხადა ბოდიში, რუსული ფქვილისგან გამამცხვარი არიო!

როცა მოსაღამოვდა, აანთო შუქი. მაიხადა ბოდიში, ესეც რუსული არიო!

მერე სიტყვა თავის ,,ჟიგულზე” ჩამააგდო, თან ბოდიში მაიხადა, რუსული არიო.

ღვინით სავსე ჭიქა რო ასწია, ბოდიში მაიხადა, ეს ჭიქა რუსების გაკეთებული არიო!

მშვიდობის სადღეგრძელო თქვა, თან ბოდიში დააყოლა, დღეს მშვიდობაზე ლაპარაკი რუსეთუმეობა არიო!

მერე სარწმუნოებაზე თქვა და… რავი, ბოდიშიო, დღეს ესეც რუსული არიო.

მე კიდე ყოველი ბოდიშის მერე ვეუბნებოდი – დაიკიდე, მოგეშვება-მეთქი. იმან – მე დიდიხანია დავიკიდეო.

***

ანოოოოო!

ეგრე არ დარჩე, გოოოოოოოოოოოო!“ – წერს გელა ზედელაშვილი.

ასევე იხილეთ