რატი იონათამიშვილი ბორელის განცხადებაზე: ადრეც ყოფილა არაერთი უსამართლო განცხადება და გადაწყვეტილება, შემდეგ მათ ავტორებს მოუწიათ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ბოდიში მოეხადათ

“დაუშვებელია ასეთი მაღალი პოზიციის მქონე ადამიანი აჟღერებდეს ისეთ გზავნილებს, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში ტოვებს, როგორც უსამართლობის, ასევე ორმაგი სტანდარტის განცდას”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ჟოზეფ ბორელის განცხადებას.

მისი შეფასებით, მსგავსი განცხადებების გაკეთება დიდი შეცდომაა.

„ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რომ ნებისმიერი ობიექტური შეფასებით საქართველო არის ლიდერი ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის და როდესაც მსგავსი განცხადებები კეთდება, ეს ძალიან დიდი შეცდომაა, თუმცა, ადრეც ყოფილა არაერთი უსამართლო განცხადებები და გადაწყვეტილებები და შემდეგ მათ ავტორებს მოუწიათ რომ ჩვენი ქვეყნისთვის ბოდიში მოეხადათ. ამ ადამიანებს კიდევ მოუწევთ, აღიარონ, რომ უსამართლო განცხადებებს აკეთებდნენ და ცდებოდნენ ჩვენი ქვეყნის მიმართ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა საქართველო მოლდოვას შეადარა და თქვა, რომ ჩვენს ქვეყანაში მოლდოვასთან შედარებით, შავი სურათია.

ასევე იხილეთ