ისრაელის თავდაცვის ძალების („ცაჰალის“) ინფორმაციით, ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 20 რაკეტა გაუშვეს.
რაკეტები ძირითადად ჰაიფას ყურისა და ზემო გალილეის მიმართულებით იქნა გაშვებული. გაშვებული რაკეტების ნაწილის ჩამოგდება მოხერხდა.
სარაკეტო იერიშის დროს ჰაიფასა და ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში განგაშის სირენა ჩაირთო. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.