„მე მინდა გერმანიის ელჩს ვუთხრა, რომ 26 ოქტომბერს კახა კალაძე, მთელ გუნდთან ერთად, კიდევ ერთხელ მოიგებს მორიგ ჩემპიონთა ლიგას და დამარცხდება ყველა ის ადამიანი, რომელიც გულშემატკივრობს „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, იქნება ეს ქართველი თუ უცხოელი“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც კახა კალაძესთან დაკავშირებით, გერმანიის ელჩის განცხადებას შეეხებოდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ყოვლად მიუღებელია „კოლექტიურ ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების ნებისმიერი გულშემატკივრობა.
„რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია „კოლექტიურ ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება და ნებისმიერი გულშემატკივრობა ამ მოვლენის მიმართ“, – განაცხადა პრემიერმა.