მიუსაფარ ცხოველთა მართვის კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მუნიციპალური თავშესაფრის ყოფილი უფროსი ლაშა გეგეჭკორი გიორგი გახარიას განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ზაურიჩის ფიქრები – ვიქნები და ვიქნები.
გახარიამ – „ოცნებას“ 600 000 ამომრჩეველი ჰყავსო.
მილიონი ადამიანი თუ მივიდა არჩევნებზე, ეს არის 60%-იო.
ორი მილიონი თუ მივიდა, ეს არის 30%-იო.
ამიტომ მიდით ყველა საარჩევნო უბნებზე და ხმა მიეცითო.
მორჩა.
მეგონა, გააგრძელებდა და იტყოდა:
მესამე მილიონიც თუ მივიდა არჩევნებზე, ეს არის 0% და ფაფუ „ოცნებაო“.
რას იზამ, ეტყობა, გადაწყვიტა, რომ არჩევნებზე მისული მეორე მილიონი ყველა ნაცია როგორც თვითონ და ესეც აწყობს.
გოტფრიდ ლაიბნიცი ხარ ჩემს თვალში.
იბნ-იცი, კი იცი, 26 ოქტომბერს რომ გახდები.
გიორგი იბნ გახარია“, – წერს ლაშა გეგეჭკორი.