leaderboard_below_slide
left_sabechdi

პრემიერი: სანქციები არის კონტრპროდუქტიული, აქედან გამომდინარე, მგონია, რომ მომავალში უფრო პრაგმატული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული

„ხედავთ, რომ სანქციები აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია, აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის სუბიექტი, რომელიც შეიძლება ფიქრობდეს თეორიულად სანქციებზე, პრაგმატულად იმოქმედებს და არ მიიღებს ისეთ ზომებს, რომელიც პირიქით უკან შეუბრუნდება შესაბამის ძალებს“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, დაასანქცირეს პოლიციის 2 მაღალი თანამდებობის პირი, ორი 2008 წელს ნაბრძოლი ადამიანი და არ შეიძლება ასეთი შეცდომები დაუშვან ადამიანებმა, რომლებიც ამ გადაწყვეტილებებს იღებენ.

„სანქციები არის კონტრპროდუქტიული, ჩვენ დაგვისანქცირეს პოლიციის 2 მაღალი თანამდებობის პირი, ორი 2008 წელს ნაბრძოლი ადამიანი, ასეთი შეცდომები არ შეიძლება დაუშვან იმ ადამიანებმა, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ. ყველამ დაინახა, რომ სანქციები არის კონტრპროდუქტიული, აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ მომავალში იქნება მიღებული უფრო პრაგმატული გადაწყვეტილებები“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე იხილეთ