კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ადმინისტრაციული ერთეულის შენობის რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტის ფარგლებში შეიცვალა სახურავი, კარ-ფანჯრები, ელექტრობა, სველი წერტილები, სასმელი წყლის და წყალარინების გაყვანილობა, იატაკი, შეიღება შენობის ინტერიერ-ექსტერიერი.
პროექტის განხორციელებამ ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლების მუშაობის პირობები გააუმჯობესა.
პროექტი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და შპს „დანი ქონსთრაქშენის“ მიერ განხორციელდა.