ნატოში უკრაინის ელჩი აცხადებს, რომ კიევი ალიანსში მიწვევას ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე ითხოვს
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
ნატოში უკრაინის ელჩმა, ნატალია გალიბარენკომ განაცხადა, რომ კიევი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის ოფიციალურ მიწვევას ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ვადის დასრულებამდე ითხოვს. ამის შესახებ დიპლომატმა „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო ვადა 20 იანვარს იწურება.
„ჩვენი იდეაა, რომ უკრაინის მიწვევა ამ მომენტში პოლიტიკური სიგნალია. ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ ეს შეიძლება გახდეს ამჟამინდელი ადმინისტრაციის მემკვიდრეობის ნაწილი“, – აცხადებს უკრაინელი დიპლომატი.
ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება. თუმცა კონკრეტულად როდის და რა პირობებით მოხდება ეს, უცნობია.