leaderboard_below_slide
left_sabechdi

ჯო ბაიდენი: დონალდ ტრამპი ლუზერია

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ფილადელფიაში გამართულ ღონისძიებაზე ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს მხარდაჭერა გამოუცხადა და ამომრჩევლებს მოუწოდა, აირჩიონ ის ქვეყნის მომდევნო პრეზიდენტად.

„ყველა პრეზიდენტმა საკუთარი გზა თავად უნდა გაიკვლიოს. ეს არის ის, რაც მე გავაკეთე. მე ერთგული ვიყავი ბარაკ ობამას მიმართ, მაგრამ როგორც პრეზიდენტმა, საკუთარი გზა გავიკვლიე. ეს არის ის, რასაც კამალა გააკეთებს“, – განაცხადა ბაიდენმა.

გარდა ამისა, თეთრი სახლის ამჟამინდელმა ლიდერმა, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა და მას ლუზერი უწოდა.

„ჰარისმა დებატებში ისე დაამარცხა ტრამპი, რომ მას ეშინია კვლავ დამარცხების, იცის, რომ კვლავ წააგებს, ეს ფაქტია, ის ლუზერია“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა მიგრანტებთან დაკავშირებით ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებები.

„ტრამპი ემიგრანტების დემონიზებამდე დაეცა, მათ ცხოველებს უწოდებს, ამბობს, რომ კარგი გენები არ აქვთ, რომ ისინი ჩვენი ქვეყნის სისხლს წამლავენ. ავადმყოფურია, იცით, ეს ჩვენს შიშებზე თამაშისთვისაა განკუთვნილი. არაამერიკულია, დაფიქრდით ამაზე. ტრამპი მალავდა თავის რასიზმს, მაგრამ ახლა ამას ღიად აკეთებს. რასის შესახებ იგივე იდეები აქვს, რაც 1930-იან წლებში არსებობდა. უკან ვერ დავბრუნდებით, ძალიან დიდი პროგრესი განვიცადეთ, წინსვლა უნდა გავაგრძელოთ“, – განაცხადა ბაიდენმა.

ასევე იხილეთ