ხილის ნიღბები შესანიშნავად მოქმედებს კანზე და იაფიც ჯდება. ამაში პირველივე პროცედურის შემდეგ თავად დარწმუდნებით. ნიღბები, კვირაში ორჯერ უნდა გაიკეთოთ. გთავაზობთ იმ ხილის ჩამონათვალს, რომლებიც კანის მოვლისთვის ძალიან ეფექტური და სასარგებლოა.
ვაშლი – კანს სიგლუვესა და ბრწყინვალებას ანიჭებს. ვაშლი არა მხოლოდ სახის ტონირებისა და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გამოიყენება, არამედ ისეთი პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიც არის აკნე და ამისთვის, საუკეთესო საშუალებაა – უბრალოდ, აბაზანის შემდეგ, სახე ვაშლისგან დამზადებული ერთი სადილის კოვზი ფაფით გაისუფთავეთ. ვაშლში ბევრია სასარგებლო მინერალური მარილები, რომელთაც ბაქტერიციდული მოქმედების უნარი აქვთ. ამიტომ, ის რეკომენდებულია გაღიზიანებული და მზეზე დამწვარი კანის სამკურნალოდ. გახეხეთ ვაშლი წვრილ სახეხზე, შეურიეთ ერთი სადილის კოვზი ხაჭო, დაიდეთ გაღიზიანებულ კანზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ მინერალური წყლით და წაისვით ზეითუნის ზეთი.
ავოკადო – თუ კანის სიმშრალე გაწუხებთ, ამ პრობლემის მოსაგვარებლად ავოკადო გამოიყენეთ. ის განსაკუთრებული შესაძლებლობებით გამოირჩევა და საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა. მოამზადეთ ავოკადოს ფაფა, მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ, მაქსიმუმ, 2 წუთის განმავლობაში. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი.
ბანანი – საუკეთესოდ წმენდს კანს. ძალიან კარგ შედეგს იძლევა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მშრალი კანი აქვთ. მოამზადეთ ბანანის ფაფა და მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე. გაიჩერეთ არა უმეტეს 5 წუთისა, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი. უმჯობესია, ეს პროცედურა საღამოს საათებში ჩაიტაროთ.
ატამი – კანს საოცარ ელასტიკურობასა და სიმკვრივეს სძენს. ერთ-ერთი საუკეთესო მატონიზირებელი საშუალებაა. ამასთან, წმენდს კანს. ატამს მოაცილეთ კანი, გააკეთეთ ფაფა და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 10 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ და კანის სიმკვრივეს მომენტალურად იგრძნობთ.
ლიმონი – კანს რეგენერაციისა და აღდგენის შესაძლებლობას აძლევს. გამოიყენეთ ლიმონის წვენი მატონიზირებელ საშუალებად. თუმცა, კანზე 1 წუთზე მეტ ხანს ნუ გაიჩერებთ, რადგან შესაძლოა, ალერგია გამოიწვიოს და კანი გაწითლდეს. ჩამობანის შემდეგ, აუცილებლად წაისვით მკვებავი კრემი.
ანანასი – თუ კანის სიმშრალესა და მოშვებას უჩივით, ანანასი ამაში დაგეხმარებათ, რადგან, თქვენი კანისთვის ის საუკეთესო დამარბილებელი საშუალებაა. წმენდს, აშორებს მას მკვდარ და ზედმეტ უჯრედებს. წაისვით ანანასის ნაჭერი სახეზე შხაპის მიღებისას და შედეგს, აუცილებლად ნახავთ აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ.
გოგრა – გოგრის ნიღბის მეშვეობით კანი გამოყოფს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც კანს ნაადრევი დაბერებისგან იცავენ. ის, ასევე, ეხმარება კანის უჯრედებს განახლებაში. გააკეთეთ გოგრის ფაფა და დაიდეთ სახეზე, დაახლოებით, 10-15 წუთი. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და გადაისვით მკვებავი საშუალება.
ფორთოხალი – შესანიშნავი ბიომასტიმულირებელი საშუალებაა. კანს ნაზ და ხავერდოვან ელფერს აძლევს. აიღეთ ერთი კვერცხის გული და ათქვიფეთ 100 გრამ არაჟანთან ერთად, დაუმატეთ მეოთხედი სადილის კოვზი არაყი და ნახევარი ფორთოხლის წვენი. წაისვით სახეზე და ყელის არეში. შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით და წაისვით ზეთი ან მკვებავი.
გრეიპფრუტი – კანისთვის საჭირო უამრავ ფერმენტს შეიცავს. გამოწურეთ ერთი გრეიპფრუტი, შეურიეთ სამი სადილის კოვზი გადადუღებული ცივი წყალი და სახე ამ საშუალებით გაიწმინდეთ.