leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი: 17 მაისს ქუჩაში ტრადიციებისა და მართლმადიდებლობის დასაცავად 850 000 ადამიანი გამოვიდა – ამ ყველაფრის იგნორირება არც ერთ ელჩს და „დაუძინებელ მეგობარს“ არ გამოუვა

„არჩევნებთან დაკავშირებით ჩემი მოლოდინი რეალობასა და იმ არნახულ ერთსულოვნებას ეფუძნება, რომელიც საზოგადოებაში სუფევს“,  – ამის შესახებ მედიასთან  „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.

დავით ქართველიშვილმა ქართულ პოლიტიკაში წინასაარჩევნოდ არსებული რეალობა მიმოიხილა.

„2024 წლის განმავლობაში საზოგადოების ეს ერთსულოვნება რაღაც მოჯადოებულ წრიდან გამოსვლას ეფუძნება, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკურ-ეკონომიკურ გაჯანსაღებას, არამედ, სპორტისა და კულტურის წარმატებას უკავშირდება. 35 წლის განმავლობაში არსებული დამარცხებულის კომპლექსი დავძლიეთ და ახლა აღმავლობის დასაწყისში ვიმყოფებით. მით უმეტეს, რომ ყველა ხედავს, სინამდვილეში რა ხდება.

მაგალითად, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერებთან ბრძოლა რომ განვიხილოთ, სადაც ორი მოცემულობაა დაპირისპირებული – ქვეყნის ბახმუტიზაცია, ანუ ომი და მეორე – ქვეყნის ეკონომიკური აყვავება, როგორ შეიძლება ამის წინააღმდეგ გალაშქრება, რასაც ჩვენი პოლიტიკური ცვილის ფიგურები ცდილობენ და ამაზე თავიანთ საარჩევნო პროგრამას აგებენ?

ასევე, ვხედავთ უპრეცედენტო შემთხვევას, როცა არც ერთი რადიკალური ოპოზიციური პარტია, იშვიათად დადგმული პერფორმანსების გარდა, არ აწარმოებს წინასაარჩევნო შეხვედრებს, არ გადიან რეგიონებში და ვერ ვხედავთ მათ მიერ წინასაარჩევნოდ დახარჯულ თანხებს, განსხვავებით მოქმედი ხელისუფლების საარჩევნო პროგრამისგან, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით შეხვედრებს მოიცავს, არაერთ ქალაქში ჩატარდა ხალხმრავალი კონცერტები და ა.შ. 

და ბოლოს, ვნახეთ 17 მაისს, თუ როგორ გამოვიდა 850 000 ადამიანი ქუჩაში საკუთარი ტრადიციებისა და მართლმადიდებლობის დასაცავად. შესაბამისად, ამ ყველაფრის იგნორირება და ვერ დანახვა არავის არ გამოუვა – არც ერთ ელჩს და არც ერთ ჩვენს „დაუძინებელ მეგობარს“, – აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.

 

ასევე იხილეთ