leaderboard_below_slide
left_sabechdi

„ლიონის“ მწვრთნელი გიორგი მიქაუტაძეზე: გუნდთან შეწყობის პროცესშია, თავის ადგილს იპოვის

„ლიონის“ მთავარ მწვრთნელ პიერ საჟს კითხვა დაუსვეს გიორგი მიქაუტაძის შესახებ, რომელიც სანაკრებო პაუზის შემდეგ კლუბში ბრუნდება.

პიერ საჟის თქმით, 23 წლის ფეხბურთელი დიდ წნეხშია, რადგან „ლიონში“ ამ დრომდე ვერ მოახერხა გოლის გატანა. თუმცა, კლუბის თავკაცი მიიჩნევს, რომ გიორგი მიქაუტაძეს სიტუაციის გამოსწორება შეუძლია.

„ის ლიონში უდიდესი მოლოდინის და წნეხის პირობებში ჩამოდის. ვფიქრობ, მოტივირებულია. პირველ მატჩებში გოლის გატანა ვერ შეძლო. ის არის ფეხბურთელი, რომელიც იპოვის თავის ადგილს. ამჟამად გუნდთან შეწყობისა და შეთამაშების პროცესშია”, – ამბობს პიერ საჟი.

ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძემ „ლიონის“ შემატგენლობაში 8 მატჩი გოლისა და შედეგიანი გადაცემის გარეშე ჩაატარა, რის გამოც, ფრანგულ მედიაში უკვე გაჩნდა ვარაუდი, რომ თავდამსხმელმა ზამთარში შესაძლოა კლუბი შეიცვალოს.

ასევე იხილეთ