გიორგი ვოლსკი: ჩვენი ვალია, როგორმე საქართველო გავიყვანოთ სამშვიდობოს!

„არჩევნების შედეგები არის მთავარი. რაც მეტი იქნება მხარდაჭერა მშვიდობის, პრაგმატული პოლიტიკის, აუცილებლად ეს იქნება გათვალისწინებული ნებისმიერი მოთამაშის მიერ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისი თქმით, გლობალური პოლიტიკის ფარგლებში დაიწყება ვითარების სტაბილიზაცია მსოფლიოშიც და ვიდრე დიდი მოთამაშეები მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდებიან, საქართველოს ხელისუფლების ვალია, ქვეყანა გაიყვანოს სამშვიდობოს.

„უნდა აღვნიშნოთ, რომ მსოფლიო ბოლო მომენტში წავა მოლაპარაკებისკენ, სხვა გზა არ არსებობს. არის მეორე გზა, როდესაც ბირთვული შეიარაღება იქნება გამოყენებული, ამას უკვე არავინ აღარ ხუმრობს და თუ კი ეს მოხდა, მაშინ არავითარი აზრი არ აქვს ჩვენ ამ საუბარს, ტერიტორიულ მთლიანობაზე ლაპარაკს.

ჩვენ გვაქვს ურთიერთობები ევროპასთანაც, ამერიკასთანაც, ჩინეთთანაც ვლაპარაკობთ, ინდოეთთან და სამეზობლოში პოზიციები ვიცით. ყველა ელოდება იმას, რომ დიდი მოთამაშეები, ადრე თუ გვიან, დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ ყველას უნდა, რომ მოლაპარაკების მეორე მხარე, უფრო სუსტი მოვიდეს ამ მაგიდასთან. ასე რომ ახლა არის მთავარი პერიოდი იმისა, ვინ უფრო სუსტად მოვა მოლაპარაკების მაგიდასთან. აი ამ ვითარებაში, ჩვენი ვალია, როგორმე საქართველო გავიყვანოთ სამშვიდობოს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ