leaderboard_below_slide
left_sabechdi

გრიგოლ ლილუაშვილი: სუს-ის განცხადება იმ ადამიანებისთვის გაკეთდა, რომლებიც შეეცდებიან დისონანსის შეტანას – თუკი გადაკვეთენ კანონით გათვალისწინებულ წითელ ზღვარს, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება

“სუს-ის განცხადება იმ ადამიანებისთვის გაკეთდა, რომლებიც ამაში არიან ჩართულები – თუკი გადაკვეთენ კანონით გათვალისწინებულ წითელ ზღვარს, რასაც კანონდარღვევა ჰქვია, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება”, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, ჩანაწერები არა სუს-იდან, არამედ იმ ჯგუფებიდანაა, რომლებიც შეეცდებიან დისონანსის შეტანას მშვიდობიან თანაცხოვრებაში.

„ეს არის ინფორმაცია, რომელსაც სამსახური ფლობს, ეს გაკეთდა პრევენციისთვის, გასაფრთხილებლად. იმ
ადამიანებისთვის გაკეთდა, რომლებიც ამაში არიან ჩართულები, რომ თუკი ისინი გადაკვეთენ კანონით გათვალისწინებულ წითელ ზღვარს, რასაც კანონდარღვევა ჰქვია, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. ეს იყო გაფრთხილება, რომ უფრო სიფრთხილით მოეკიდონ ამ საკითხს, მეტი არაფერი. რა გითხრათ ახლა, სუს-იდან არ არის ეს ჩანაწერები, არის იმ ჯგუფებიდან, რომლებიც შეეცდებიან დისონანსის შეტანას ყოველდღიურ მშვიდობიან თანაცხოვრებაში“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები არჩევნების წინა დღეებში, თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ.

ასევე იხილეთ