ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ჩვენი სახელოვანი ვეტერანები იყვნენ სათანადოდ დაფასებულები და მათი ცხოვრების პირობები გაუმჯობესდეს

“ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ ჩვენი სახელოვანი ვეტერანები იყვნენ სათანადოდ დაფასებულები და მათი ცხოვრების პირობები იყოს გაუმჯობესებული. სწორედ ამიტომ მუდმივად უმჯობესდება ვეტერანთა სოციალური პაკეტი და მჯერა, რომ მივაღწევთ იმ დონეს, როგორსაც ჩვენი გმირი ვეტერანები იმსახურებენ”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

“სწორედ ქართველი პატრიოტების, ვეტერანების წყალობით, დამსახურებით ჩაეყარა საფუძველი საქართველოს მომავალს, ქართულ ჯარს. პატივცემულო ვეტერანებო, მინდა გითხრათ, რომ თქვენ დიდი გამოცდილებებითა და პატრიოტიზმით დღესაც არანაკლებ სჭირდებით ჩვენს ქვეყანას და მის მომავალს. ზოგიერთი თქვენგანი დღესაც აგრძელებს ჯარის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას. ვეტერანის სახელი ყოველთვის იწვევს განსაკუთრებულ პატივისცემას და მადლიერებას. ამიტომაც ხელისუფლების და საზოგადოების ვალია პატივი მიაგოს სამშობლოსათვის თავდადებულ რაინდებს, თავის ვეტერანებს.

ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისათვის, რომ ჩვენი სახელოვანი ვეტერანები იყვნენ სათანადოდ დაფასებულები და მათი ცხოვრების პირობები იყოს გაუმჯობესებული. სწორედ ამიტომ მუდმივად უმჯობესდება ვეტერანთა სოციალური პაკეტი და მჯერა, რომ მივაღწევთ იმ დონეს, როგორსაც ჩვენი გმირი ვეტერანები იმსახურებენ. მშვიდობასა და წარმატებას ვუსურვებ თითოეულ ვეტერანს. მიიღეთ ჩემი უდიდესი პატივისცემა. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს. ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო”, – აღნიშნა ჩიქოვანმა გამოსვლისას.

ასევე იხილეთ