leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაია ბითაძე: მშვიდობიანად რომ მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი, ხელს არ აძლევთ ჩვენს რადიკალებს, მათ სურთ მეტი აჟიოტაჟი და სწორედ ამას ემსახურებოდა სხვადასხვა დეზინფორმაცია, რომლის გავრცელებას ცდილობენ

“მშვიდობიანად რომ მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი, ხელს არ აძლევთ ჩვენს რადიკალებს, მათ სურთ მეტი აჟიოტაჟი და სწორედ ამას ემსახურებოდა სხვადასხვა დეზინფორმაცია, რომლის გავრცელებას ცდილობენ”, – განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მან წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეაგირების თემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც წინარე ანგარიშებში დაფიქსირებულა დარღვევები.

“დარღვევები, რომლებიც არის ძალიან აშკარა და რომლებიც მიუღებელია როგორც ჩვენი ეროვნული კანონმდებლობისთვის, ასევე იმ რეგულაციებისთვის, რომლებიც ქვეყნის საზღვრებს მიღმა არსებობს.

მინდა, მოსახლეობის ყურადღება ერთ საკითხზე მივაპყრო – ამ არჩევნების წინ განსაკუთრებით ვცდილობთ ჩვენ და ბრიფინგები სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ დავაფიქსიროთ და უყურადღებოდ არ დავტოვოთ ყოველი შემთხვევა, როდესაც ხდება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ. ჩვენ არ გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ ამაზე რაღაც დიდ შეშფოთებას გამოხატავს ვინმე ან ანგარიშებში ძალიან რადიკალურად მოხვდება ეს შემთხვევები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ის ფაქტობრივი მოცემულობები, რომლებიც საბოლოო ჯამში სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებში პირდაპირ ან ირიბად უნდა აისახოს”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული შუალედური ანგარიში შესაძლებელია, ჩაითვალოს ამ ეტაპისთვის მეტწილად დაბალანსებულად.

“ეს შეიძლება, დამატებითი მოტივაცია იყო ჩვენი რადიკალებისთვის, რომ მათ ისეთი უმსგავსო საქციელი ჩაედინათ, როგორიც ამ ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩაიდინეს, მათ შორის, ბანერებზე სიტყვა „ომის“ წაშლა, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ ამ ადამიანებს სწყურიათ ომი თუ რა უნდათ, ვეღარ ამოვხსენი უკვე.

მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მშვიდობიანად რომ მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი, ეს გარკვეულწილად ხელს არ აძლევთ ჩვენს რადიკალებს, მათ სურთ მეტი აჟიოტაჟი, მეტი ხმაური და თუ კარგად დავაკვირდებით, სწორედ ამას ემსახურებოდა ის სხვადასხვა დეზინფორმაცია, რომლის გავრცელებას ცდილობენ, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის თაოსნობით, სკოლებში პირადობის მოწმობების ასლების თუ მშობლების მონაცემების შეგროვებასთან დაკავშირებით, რაც აბსურდზე აბსურდია და ძალიან სამარცხვინოა, როდესაც პრეზიდენტი ასეთ ტყუილებს ამბობს. შემდეგ ყალბ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებული დეზინფორმაცია.

ყველა ძალას იყენებენ, რომ რაღაც აჟიოტაჟი შექმნან, მაგრამ არის ერთი ძალიან დიდი ნათელი წერტილი, რომ ჩვენს ეს კინო, რაც მათ შეუძლიათ, ბევრჯერ გვაქვს ნანახი, როგორც მათი ხელისუფლებაში ყოფნის, ასევე ოპოზიციაში ყოფნის დროს. რა უნარ-ჩვევები გამოავლინეს, ესეც კარგად ვიცით”, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

ასევე იხილეთ