რატი იონათამიშვილი: სადაც არის სააკაშვილი, სადაც არის „ნაციონალური მოძრაობა“, იქ არის კორუფცია, დანაშაული, ძალადობა და გამოძალვა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის კორუფციულ სქემას ასაჯაროებს.
„სადაც არის სააკაშვილი, სადაც არის „ნაციონალური მოძრაობა“, იქ არის კორუფცია, დანაშაული, ძალადობა და გამოძალვა. როგორც ჩანს, ამ ბუნებას ისინი არც საქართველოში მალავდნენ და არც უკრაინაში მალავენ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.