leaderboard_below_slide
left_sabechdi

გელა ზედელაშვილი: „ჰივი“ თავის შვილიშვილებს დაუმალავს, ვისი დავალებით დაუდეს დინამიტი მანქანის ქვემოდან სააკაშვილის დაქირავებულმა ქილერებმა და რატომ უნდოდა იმავე სააკაშვილს მისი მოშორება

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„მე ამაფეთქეს, ბაბუ!

 როდესაც „ჰივი“ თავის შვილიშვილებს „ტაბურეტკაზე“ ჩამოუჯდება და ტრიპაჩობას დააპირებს, თავისი „სახელოვანი“ საქმეების მოყოლას ამ სიტყვებით დაიწყებს: „მე ამაფეთქეს, ბაბუ“!

და შემდეგ ნელა, პირის გაუღებლად მოუყვება, როგორ ააფეთქეს თამაზ თამაზაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით ვინმე ჭიჭიაშვილმა და აბრამიშვილმა.

„ჰივი“ თავის შვილიშვილებს დაუმალავს, ვისი დავალებით დაუდეს დინამიტი მანქანის ქვემოდან სააკაშვილის დაქირავებულმა ქილერებმა და რატომ უნდოდა იმავე სააკაშვილს მისი მოშორება.

არა, ეს ყველაფერი „ჰივიმ“ იცის, მაგრამ ხომ ვერ იტყვის, ჩემივე ბელადი მაფეთქებდა ჩემივე მანქანაშიო? არა, მაგის მოყოლა ტეხავს, შვილიშვილები მაგას ვერ გაიგებენ და ზედმეტ შეკითხვებსაც დაუსვამენ. ამიტომ თამაზაშვილისა და ღარიბაშვილის დადანაშაულება ძაან მოკლე გზაა საკუთარი „გმირობის“ წარმოსაჩენად. არ ვიცი, შეიძლება, შვილიშვილებმა არც დაიჯერონ, მაგრამ „ჰივის“ თავი გმირად მიაჩნია და ფიქრობს, რომ 26-ში ისევ დაბრუნდება ხელისუფლებაში და ძველებურად განაგრძობს საგმირო საქმეების ჩადენას – ჩვენთვის სულების ამოხდა ვერ მოასწრო, ეს ამბავი ბოლომდე უნდა მიიყვანოს.

ჰოდა, როცა „ჰივი“ ძუძუებს შეისწორებს, გამხმარ თეძოებს „ტაბურეტკაზე“ ჩამოდებს და თავის შვილიშვილებს ეტყვის – „მე ამაფეთქეს, ბაბუ“-ო, მთავარს დაუმალავს, ანუ იმას, როგორი გოთვერანი იყო”, – წერს გელა ზედელაშვილი.

ასევე იხილეთ