ლუკაკუმ განაცხადა, რომ მოედანზე კვარაცხელიას ისე უგებს, როგორც „ინტერში“ თამაშის დროს მარტინესს უგებდა
„ნაპოლის“ თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ განაცხადა, რომ მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიას ისე უგებს, როგორც „ინტერში“ თამაშის დროს ლაუტარო მარტინესს უგებდა.
„იტალიაში რომ წავედი, მახსოვს, კონტემ მითხრა, რომ ბურთს დიდხანს ვერ შევინარჩუნებდი, მაშინვე პასი უნდა გამეკეთებინა. იმ მომენტიდან მე და ლაუტარომ ვიცოდით, რომ ბურთი ერთმანეთისთვის უნდა მიგვეწოდებინა, რადგან ლაუტაროს თვისებები ჩემსას იდეალურად ერგებოდა. განუწყვეტლივ ვვარჯიშობდით ერთმანეთზე პასებში, ასე რომ, მშვენივრად ვიცოდი სად გაიხსნებოდა ის ან სანჩესი, ან ნებისმიერი, ვინც მას შეცვლიდა. ახლა ზუსტად ასეა კვარაცხელიასთან მაკტომინეისთანაც. ანტონიო კონტე სწორედ ამას აკეთებს, ფეხბურთელების შეთამაშება შეუძლია“, – აღნიშნა ლუკაკუმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ რომელუ ლუკაკუ გასულ ზაფხულს ლონდონის „ჩელსიდან“ დაიმატა.