გიორგი გამსახურდია: ჩვენი მხრიდან ვუყურებთ დინამიკურ საარჩევნო გარემოს, ნორმალურ შეხვედრებს, პოლიტიკურ დიალოგს და ა.შ.

„ჩვენ ვნახეთ ბანერების გადაღებვა და დაზიანება, ჩვენი მხარდამჭერების ბულინგი და რა პირადობის მოწმობების ჩამორთმევაზეა აქ საუბარი? მსგავსი ფაქტები მხოლოდ ოპოზიციის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდებოდა”, – განაცხადა გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ეს რაღაც გაღმით მიდავების ტაქტიკა აქვთ არჩეული. ჩვენი მხრიდან ვუყურებთ დინამიკურ საარჩევნო გარემოს, ნორმალურ შეხვედრებს, პოლიტიკურ დიალოგს და ა.შ. იქითა მხრიდან რითაც გვპასუხობენ კი ხედავთ – დეზინფორმაცია, ბულინგი, ხალხთან მივარდნა, შეურაცხმყოფელი სიტყვები და გზავნილები. ჩვენ მათ დონემდე არასოდეს არ დავალთ.ისინი პლინტუსს დაბლა არიან და ჩვენ არ ვაპირებთ რომ პლინტუსს ჩავცდეთ.

დღეს მივიღე ინფორმაცია, რომ პარტია „ახლის“ წარმომადგენლები ერთი ხმის სანაცვლოდ 200 ლარს ჰპირდებიან და შემდეგ კიდევ 200 ლარს. საინტერესოა საიდან აქვთ ეს ფული და რა წყაროებიდან იღებენ.

სალომე ზურაბიშვილი იქნება ყველა მავნებლობის გამხმოვანებელი, რადგან მას შუბლზე ძარღვი არა აქვს.ის იქნება ყველაფრის გამხმოვანებელი და „გამპრავებელი“. ამ ადამიანების მიზანი მოვლენების რადიკალიზაციაა, რომ მიიღონ საკონსტიტუციო უმრავლესობა იმ დოზით, რომ ყველაფერი „გააპრავონ“, – აღნიშნა გიორგი გამსახურდიამ.

ასევე იხილეთ