leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაია სანდუ: თუ მშვიდობა გვსურს, ჩვენ ყველანაირად უნდა დავეხმაროთ უკრაინას

ფრანგულ გამოცემა Le Monde-თან ინტერვიუში მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე უკრაინის დახმარება რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვებაში.

“დღეს ჩვენ თავს დაცულად ვგრძნობთ უკრაინელების მიერ გაწეული წინააღმდეგობის წყალობით, მაგრამ ევროპამ – არა მხოლოდ ევროპამ, არამედ ყველა ქვეყანამ, რომლებიც აფასებენ თავიანთი საზღვრების პატივისცემას – უნდა გაიაზრონ, რომ საჭიროა ვლადიმირ პუტინის შეჩერება. თუ მშვიდობა გვსურს, ჩვენ ყველანაირად უნდა დავეხმაროთ უკრაინას”, – აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა.

“ვფიქრობ, რომ ბევრს ახლა ესმის, რომ ვლადიმირ პუტინი არ გაჩერდება. ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა, რომ უფრო ეფექტური ვიყოთ უკრაინის მხარდაჭერაში”, – დასძინა მან.

ასევე იხილეთ