ზელენსკი: უკრაინის NATO-ში მიწვევა რუსეთთან ომის შეწყვეტის ერთადერთი გზაა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის NATO-ში მიწვევა  რუსეთთან ომის შეწყვეტის ერთადერთი გზაა. ინფორმაციას „The Financial Times“ ავრცელებს.

როგორც ზელენსკი გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნავს, უკრაინის NATO-ში მიწვევა მისი ხუთპუნქტიანი გამარჯვების გეგმის პირველი პუნქტია, რამაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასვას.

„ჩვენ ვერ ვიქნებით ძლიერები მიწვევის გარეშე, რამაც, თავის მხრივ, ჩვენი დიპლომატია უნდა გააძლიეროს, რათა ომი დავასრულოთ. ეს ომი დასრულდება მაშინ, როცა პუტინი იზოლაციაში აღმოჩნდება და სხვა პარტნიორები მას დიპლომატიისკენ უბიძგებენ“, – დასძინა მან.

გამოცემის მტკიცებით, იმ დროს, როცა NATO-ს ყველა წევრი ქვეყანა თანხმდება, რომ უკრაინა ალიანსში წევრობის შეუქცევად გზას ადგას, აშშ და გერმანია კიევისთვის მიწვევის გაგზავნისგან ფორმალურად თავს იკავებენ, რადგან რუსეთთან კონფლიქტის ესკალაციის ეშინიათ.

„NATO-ში მიწვევა ჩვენი ხალხისა და ჯარისკაცების მორალურ სულს აამაღლებს. მიწვევა ნიშნავს კიდევ ერთ გადადგმულ ნაბიჯს ნატოსკენ, რაც თავის მხრივ, ნიშნავს, რომ მათი შვილები აღარ მოკვდებიან არასდროს იმიტომ, რომ ჩვენ NATO-ს წევრები ვიქნებით, ხოლო თუ ჩვენ NATO-ში არ მიგვიწვევენ, მორალურად დავეცემით“, –  აცხადებს ზელენსკი. 

ასევე იხილეთ