leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზურიკო დავითაშვილი: ვამაყობ, რომ ვარ ქართველი, ეს ბედნიერებაა

19 ოქტომბერს, ლიგა 1-ის მერვე ტურში „სენტ-ეტიენი“ „ლანსს“ მიიღებს. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა უპასუხა, რა დროსაც განაცხადა, რომ ამაყობს თავისი წარმომავლობით და მისთვის ბედნიერებაა ქართველი რომ არის.

“ვამაყობ, რომ ვარ ქართველი, ეს ბედნიერებაა. მთელი ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, ჩემი ქვეყნის მაისურით მეთამაშა. მე და ჩემმა მამამ ფეხბურთს დიდი დრო დავუთმეთ. ჩემ აღზრდაში მან ყველაფერი ჩადო, მისი დიდი დამსახურებაა, რომ პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოვყალიბდი. მამის დახმარებით ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი, ის მიხსნიდა რა და როგორ უნდა გამეკეთებინა”, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ზურიკო დავითაშვილმა.

ასევე იხილეთ