კასპის მუნიციპალიტეტის მერია შეუერთდა „ვარდისფერი ოქტომბრის“ – ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების კამპანიას

კასპის მუნიციპალიტეტის მერია შეუერთდა ვარდისფერი ოქტომბრის ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების კამპანიას, რომლის მიზანია სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის, თვითშემოწმებისა და სასკრინინგო კვლევების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

16 ოქტომბერს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კონტრაქტორი ორგანიზაციის „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ორგანიზებით  კასპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ოჯახის, სკოლის და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სამედიცინო პერსონალისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის პარალელურად სოფელ დოესში ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის მობილური გუნდი   სკრინინგულ კვლევებს ატარებდა, რომელიც მუნიციპალიტეტის 8 ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.

 

ასევე იხილეთ